“ამერიკა – ირანის ურთიერთობების გართულება, საქართველოზეც აისახება” – ბრიგადის გენერალი

ბრიგადის გენერლის, ანალიტიკოსის ამირან სალუქვაძის განცხადებით, ირანისა და ამერიკის დაძაბული ურთიერთობა, ეკონომიკურად შესაძლებელია საქართველოზეც აისახება.

როგორც ამირან სალუქვაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ირანის და მიმდებარე ქვეყნების საჰაერო სივრცეზე უარის თქმა, ნავთობის გაძვირებას გამოიწვევს. მისი თქმით, ვაჭრობის მხრივ საქართველოს ირანთან არ აქვს მჭიდრო ურთიერთობა, რაც დიდ ზეგავლენას არ მოახდენს ქვეყანაში ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

“ბრაზილიამ და საუდის არაბეთმა გააკეთა განცხადება, რომ არ გამოიყენონ ორმუზის სრუტე ნავთობის გადასაზიდათ. ამას შეიძლება მოჰყვეს ნავთობზე ფასების ზრდა. კეთდება განცხადებები ირანის და მიმდებარე ქვეყნების საჰაერო სივრცის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ. თუ გართულდა ვითარება, ეკონომიურად ეს აისახება რეგიონზეც და საქართველოზეც. ირანთან ჩვენ ისეთი მოცულობის სავაჭრო ურთიერთობა არ გვაქვს, რომელიც სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე,” – განუცხადა ამირან სალუქვაძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

ბრიგადის გენერლის განმარტებით, ამერიკის ის ნაბიჯები, რომელსაც ომის დაწყებამდე დგამს, არ განუხორციელებია.

“მას დაჯგუფება არ შეუქმნია და არც უსაფრთხოების გამკაცრების ზომები მიუღია. თუ ასეთი შეტევები გაძლიერდა, ამერიკა გააქტიურდება პრო ირანული დაჯგუფებების წინააღმდეგ, როგორიცაა – ჰეზბოლა, ჰამასი და სხვები,”- განუცხადა ამირან სალუქვაძემ “მედიაცენტრ მთავარს”

მსგავსი თემები