“შთაგონებული ვართ თქვენი გამბედაობით” – ტრამპი ირანელებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გუშინ ირანში გამართულ ანტი-სამთავრობო საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.​

მან ირანელ ხალხს, როგორც ინგლისურ, ასევე სპარსულ ენებზე მიმართა:

„მამაც და დიდი ხნის ტანჯულ ირანელ ხალხს: ჩემი პრეზიდენტობის პირველი დღიდან, თქვენს გვერდით ვდგავარ და ჩემი ადმინისტრაცია გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით თქვენს პროტესტს და შთაგონებული ვართ თქვენი გამბედაობით“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ, მას შემდეგ რაც ირანმა უკრაინული თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდება აღიარა, ქვეყანაში ანტი-სამთავრობო აქცია გაიმართა. მომიტინგეებმა ანტი-სამთავრობო სლოგანები გააჟღერეს და ყასემ სოლეიმანის სურათები დახიეს.

მსგავსი თემები