სროლა კლუბ „ბასიანთან” – დაკავებულია ერთი პირი

თბილისში, კლუბ „ბასიანთან“ ცოტა ხნის წინ სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია სამი ადამიანი.

ერთ-ერთი ვერსიით, უცნობმა მამაკაცმა სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც კლუბში შესვლაზე უარი უთხრეს.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები