საქართველოში 9 მილიონიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა


“გასულ წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურისა და ტურისტების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა” – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

„2019 წელი გამოირჩეოდა განსაკუთრებული სირთულეებით. მთავრობისა და კერძო სექტორის დაუღალავი მუშაობით შევძელით აღმოგვეფხვრა ტურიზმის სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები. კერძო სექტორთან აქტიური, კოორდინირებული თანამშრომლობით დიდი სამუშაო გავწიეთ და შევიმუშავეთ ანტიკრიზისული გეგმა. ასევე, გავატარეთ მრავალი მნიშვნელოვანი აქტივობა, როგორიცაა მიზნობრივ ბაზრებზე ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ ცნობადობის ამაღლება, მაღალი ხარისხის ტურისტული პროდუქტის შექმნა, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ახალი ინვესტიციების მოზიდვა”.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, განსაკუთრებული ზრდა ევროკავშირის ქვეყნებიდან და ფაქტობრივად, ყველა იმ სახელწმიფოდან შეინიშნება, რომელთა შესახებაც მათ 2019 წლის დასაწყისში საჯაროდ განაცხადეს.

“წელს, ვაგრძელებთ აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს და ყველა აქტივობას, რომ მოხდეს ქვეყნის ცნობადობის ამაღლება, ტურიზმისა და შემოსავლების გაზრდა, დასაქმების ხელშეწყობა. მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ ბიზნესებს და ამ სფეროში დასაქმების მსურველებს“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

მსგავსი თემები