მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას სტაბილურად მძიმედ აფასებს და მისი სპეკულაციის საგნად ქცევა არ სურს.
„მამა გიორგი პირადი ტყვეა. მამა გიორგის ჯანმრთელობით სპეკულაციას მე არ ვაპირებ. სტაბილურად მძიმეა მისი მდგომარეობა, მას მკურნალობა სჭირდება, მაგრამ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი არაა, მაგრამ ასე გაგრძელებაც არ შეძლება. ეს დამცირებაა. მამა გიორგი იმდენად სიანტერესო არაა, როგორც საპატრიარქოს ცუდი საქციელი, ეს უკიდურესი ფორმებია და მათ საზღაური უკვე მიიღეს. ადამინებმა მათი ნდობა დაკარგეს“ – განაცხადა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ.
კითხვაზე, რა მიზეზით უნდა მოხდეს მამა ანდრიას შეწყალება მაშინ, როცა არაერთი პატიმარს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, მღვდელ-მონაზონმა ასე უპასუხა: „მამა გიორგის მსგავსი ბრალდება სხვას არავის აქვს, მას პატრიარქის მკვლელობის მცდელობაში სდებენ ბრალს. სწორედ ამიტომ უნდა გამოვარჩიოთ მამა გიორგი სხვა მძიმე დანაშაულის მქონე პატიმრებისგან“.
მღვდელის აზრით, მანამ სანამ მამა გიორგი არ ცნობს თავს დამნაშავედ, მანამ არ გამოუშვებენ მას საპყრობილიდან. „საპატრირქო ამ საქმიდან ანგელოზად ვერ გამოვა“ – აღნიშნა ანდრია სარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.