ავსტრალიაში საელჩოები მუშაობას აჩერებენ

“ფაინენშელ თაიმსის“ ცნობით, ხანძრების გამო, კანბერაში რამდენიმე ქვეყნის საელჩომ მუშაობა შეაჩერა. უნგრეთის, ირლანდიის, იტალიისა და ესტონეთის საელჩოები და დიპლომატიური მისიები წყვეტენ საქმიანობას. მიზეზად ავსტრალიის დედაქალაქში ჰაერის ხარისხის მკვეთრი გაუარესება სახელდება.

ავსტრალიური მედიის ცნობით, იგივე ზომებს მალე ისრაელის საელჩოც მიმართავს.

ავსტრალიის მთავრობა აცხადებს, რომ ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაცია ყოველ საათში ერთხელ განახლდება.

მეტეოროლოგების ცნობით, დღეს ავსტრალიის რამდენიმე რეგიონში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს, რაც ხანძრების ახალი კერების საფრთხეს ქმნის.

მსგავსი თემები