სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე თეირანში, უკრაინის თვითმფრინავის ავტოკატასტროფის გამო, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
შესაბამის წერილს საქართველოს პატრიარქის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
,,გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი გულისტკივილი ა.წ. 8 იანვარს თეირანში უკრაინის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს; ვუსამძიმრებთ უკრაინის პრეზიდენტს და ასევე იმ ქვეყნების ხელისუფალთ, რომელთა მოქალაქეებიც ბორტზე იმყოფებოდნენ”,-ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილში.