კართუბანში თანამედროვე სტანდარტების ახალი სტადიონი გაიხსნა  

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანის მოსახლეობას დღეიდან თანამედროვე სტანდარტებით არჭურვილი სტადიონით სარგებლობა შეუძლია. სტადიონს რეაბილიტაცია  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით  ჩაუტარდა.

მოწესრიგდა მოედნის საფარი, სტადიონს გაუკეთდა ღობე, დამონტაჟდა ტაბლო და სკამები. განახლებული სტადიონი პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა  გურამ მაჭარაშვილმა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გახსნეს.

სტადიონის გახსნის შემდეგ კი ადგილობრივ გუნდსა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 5:3 დასრულდა. გურამ მაჭარაშვილმა და ლევან კობიაშვილმა პატარებს საფეხბურთო ინვენტარი: კეპები,ბურთები და მაისურები გადასცეს. გურამ მაჭარაშვილის თქმით, ლაგოდეხსა და ყვარელში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით ზაფხულის განმავლობაში მრავალი აქტივობაა დაგეგმილი.

მსგავსი თემები