სოხუმში, მომიტინგეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. მათ ფანჯრის მინები ჩაამსხვრიეს და შენობის შიგნით შეღწევა მოახერხეს.
სოხუმში აქციის მონაწილეები ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების ბათილად ცნობას ითხოვენ
დაპირისპირება პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან გრძელდენა. შენობასთნ მილიციაა მობილიზებულია.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ორ ტურად ჩატარდა. მეორე ტურში მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 47.38% მიიღო, ალხას კვიცინიამ კი 46.19%.