ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე აცხადებს, რომ მ აშშ-ს პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება დათმობაზე წასვლას ნიშნავს. ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება ანალიტიკოსმა „მედიაცენტრ მთავარში“ შეაფასა.
,,რა თქმა უნდა, ყველაფერი დეესკალაციისკენ მიდის. ტრამპის განცხადება იყო დათმობა და პოზიცია ძლიერი სახელმწიფოს მხრიდან. ბოლო თვეებში, ამერიკა ირანს შორის იძაბებოდა ვითარება. იყო თავდასხმები ამერიკის ბაზაზე ერაყში, შემდეგ, საელჩოს აღების მცდელობა და ასე შემდეგ. საკმაოდ დაძაბული მოვლენები უსწრებდა 3 იანვარს. აქედან გამომდინარე, გამოჩნდა რომ ამერიკის მხრიდან არ იყო სურვილი რეგიონული ომის, ასე რომ არ ყოფილიყო მოვლენები სხვაგვარად განვითარდებოდა. ეს იყო ძლიერი სახელმწიფოს მხრიდან მიღებული გატაწყვეტილება, რომელიც რეგიონში ვითარების დეესკალაციისკენ იყო მიმართული“ – განაცხადა ამირან სალუქვაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.