„სულეიმანის სიკვდილი ბევრს აწყობდა, მათ შორის ირანშიც“ – მამუკა არეშიძე

ექსპერტი კავკასიის საკითხებში, პოლიტოლოგი და ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ სულეიმანის ზარ-ზეიმით დაკრძალვის შემდეგ პროცესები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება და გენერლის მოშორება ბევრის ინტერესებში შედიოდა. ახლო აღმოსავლეთში შექმნილ პროცესებზე მამუკა არეშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

„შთაბეჭდილება შეიქმნა ისეთი, რომ გენერალ სულეიმანის სიკვდილი ბევრს აწყობდა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისრაელს, რეგიონალურ ქვეყნებს – არაბულს, თურქეთს, რუსეთს, ირანის ხელისუფლებაშიც ბევრს. საბოლოო ჯამში, სულეიმანი დაასაფლავეს ზარ-ზეიმით და დაიწყეს სამშვიდობო პროცესი. მთელი ეს სპექტაკლი ემსახურებოდა იმას, რომ სულეიმანი მოეშორებინათ თავიდან. ასეთი გამოვიდა დრამატურგია“ – განაცხადა მამუკა არეშიძე „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე შეფასებით, ყველაფერი ისე გაგრძელდება როგორ ადრე, თუმცა, ერთადერთი ცვლილება იქნება ის, რომ არ არის სულეიმანი და იქნება მისი შემცვლელი.


მსგავსი თემები