„მშვიდობიან მოლაპარაკებებს და აქტიურ დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს“ – გიორგი გახარია

„ჩვენ, პირველივე დღიდან დღემდე, სრულ სინქრონში და ახლო კავშირზე ვართ ჩვენს საერთაშორისო პარნტიორებთან და მათთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებოდით მოვლენების განვითარებას“ – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მშვიდობიან მოლაპარაკებებს და აქტიურ დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს.

„ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენი ყურადღება მიპყრობილი იყო იმ დაძაბულობაზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში განვითარდა.

პირველივე დღიდან დღემდე, სრულ სინქრონში და ახლო კავშირზე ვართ ჩვენს საერთაშორისო პარნტიორებთან და მათთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებოდით მოვლენების განვითარებას. მშვიდობიან მოლაპარაკებებს და აქტიურ დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს,

რამეთუ, ფართოდ რეგიონისთვის ყველა სახის დაძაბულობა როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, უაღრესად დიდი პრობლემაა“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველა შესაბამისი უწყება საქართველოს მთავრობის, როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო მჭიდრო კავშირშია თავის პარნტიორებთან და ერთობლივად მუშაობენ.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, მისი წარმომადგენლობის, საკონსულოების, საელჩოების მეშვეობით, რომ შესაძლო გართულებებისას,საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც დღეს შეიძლება იმყოფებოდეს დაძაბულობის ზონაში, სრული მხარდაჭერა აღმოუჩინოს,“- აღნიშნა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მსგავსი თემები