ბაკურიანში, საბჭოური მონეტების გამოყენების ფაქტს სუს-ის კომისია სწავლობს

ბაკურიანში, საბაგიროზე საბჭოთა კავშირის დროინდელი მონეტების გამოყენების ფაქტს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმდჯომარეობით მოქმედი საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიით“  გათვალისწინებული კომისია იძიებს. 

სუს-ის ცნობით, კომისიამ ინფორმაციის მიღებისთანავე მყისიერად დაიწყო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების განხორციელება.

„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა.

„მედიაცენტრ მთავარს“ დამსვენებელმა განუცხადა, რომ საბაგიროსთან, მგზავრებს ბილეთის სანაცვლოდ ე.წ. საბჭოთა მონეტებს აძლევენ, რითაც ხდება მგზავრობა.

https://mcm.ge/ბაკურიანში-საბაგიროთი-მგ/

მსგავსი თემები