ფოთში, ახალგაზრდა მამაკაცს მეხუთე დღეა ეძებენ.
ახლობლების თქმით, 24 წლის გიორგი თავბერიძე სახლიდან 4 იანვარს გავიდა. ბოლოს ის ვიდეოთვალმა რვა მარტის ქუჩაზე დააფიქსირა, სადაც ხიდზე ფეხით გადაადგილდებოდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 115-მუხლით მიმდინარეობს.