”დავით ბერძენიშვილი არის ჩამოყალიბებული ნაძირალა, უღმერთო კაცი, რომლის გამონათქვამებზე არ ვაპირებ არანაირი კომენტარის გაკეთებას, რადგან ანტიქრისტეს ძალები კარგად არის ნაცნობი და სათავეში უდგას ზუსტად ეს მოძრაობა”, – ასე გამოეხმაურა კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა დავით ბერძენიშვილის მიერ პატრიარქის მისამართით გაკეთებულ განცხადებას “მედიაცენტრ მთავარში”.
ხაინდრავას თქმით, “რესპუბლიკელები” მოქმედებენ ისე, როგორც ეს აწყობს რუსეთს.
“ეკლესიის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა ბერძენიშვილების ხელით, პეტრე ცაავებისა და კიდევ დანარჩენების ხელით, მანტიას ამოფარებულები. მათ ჰგონიათ, რომ არ ვიცით, ისინი ვის ემსახურებიან, რა ძალებს და საიდან მოდის ეს შეკვეთა ქართული ეკლესიის დისკრედიტაციაზე, ყველაზე გამორჩეულად, ქართველი პატრიარქის დისკრედიტაციაზე.
პირველ რიგში, ეს რუსეთს აწყობს და მათ ემსახურება, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ერის ფუძე, საფუძველი და ფესვი არის მართლმადიდებელი რწმენა და ეკლესია, რომელზეც ყოველთვის იდგა საქართველო, რომელმაც გადაარჩინა და მოიყვანა ეს ქვეყანა დღემდე. ამიტომ, პირდაპირ იქ ურტყამენ და იქ მიდის შეტევა. ეს ე.წ. „რესპუბლიკელებისგან“ ახალი არ არის, ესენი, ყველანი მონაწილეობენ და დიდი ხანია მონაწილეობდნენ ამაში და დღეს უბრალოდ, გაცხადდა, რაც მათ ბნელ სულებში იყო”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.