ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ხულოში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. სხეულის მრავლობითი დაზიანებებით კი ერთი დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
შემთხვევა ხულოში, სოფელ ღორჯუმში მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა. შემთხვევის ადგილზე მაშველები და სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.
შსს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.