დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო

დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში ვერ მოხვდა, შიმშილობა დაიწყო.


ოჯახის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შიმშილობა საფრთხის შემცველია. ოჯახი შეეცდება, დეკანოზი შიმშილობის შეწყვეტაში დაარწმუნოს.

დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე საპატიმროში მის მონახულებას გეგმავს და დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო მას ამაში ხელს შეუშლის.

თორნიკე მამალაძე აპირებს, საზოგადოებას პატრიარქზე მიაწოდოს სიმართლე, რომელსაც საპატრიარქო მალავს. ასევე, დეკანოზის ძმა ამბობს, რომ მის ხელთ არსებული მტკიცებულებების გასაჯაროებას აპირებს.

“ჩემს ძმასთან შეხვედრას უახლოეს პერიოდში ვაპირებ. დარწმუნებული ვარ, შეეცდება ხელისუფლება, ხელი შემიშალოს ჩემი ძმის მონახულებაში, მაგრამ არსებობს სამართლებრივი გზებიც, რისი უფლებაც მაქვს, რომ შევიდე ჩემს ძმასთან.

ვაპირებთ, საზოგადოებას მივაწოდოთ უფრო დიდი დოზით სიმართლე, რასაც მალავს საპატრიარქო თავად კათოლიკოს პატრიარქის მიმართ. გამომდინარე აქედან, ვაპირებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა მტკიცებულების გასაჯაროებას,” – აცხადებს თორნიკე მამალაძე.

მსგავსი თემები