“ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი!”, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი “ტვიტერზე”, მას შემდეგ, რაც ირანის მთავრობამ განაცხადა, რომ ურანის გამდიდრებაზე დადგენილ ლიმიტებს აღარ დაიცავს.
ამასთან, დონალდ ტრამპი მზად არის კვლავაც აწარმოოს მოლაპარაკებები ირანის ხელისუფლებასთან ბირთვული პროგრამის პირობებთან დაკავშირებით.
პრეზიდენტის უფროსმა მრჩეველმა კელიენ კონუეიმ განაცხადა, რომ ირანს თუკი სურს მოიქცეს, როგორც ნორმალური ქვეყანა, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპი მოლაპარაკებებისთვის მზად არის.