პატრიარქის ბრძანებით, იღუმენია თამარს ზიარება აეკრძალა

საპატრიარქოს მღვდელმთავრების კომისიამ, მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის ყოფილ წინამძღვარს, იღუმენია თამარ გამყრელიძეს ზიარება აუკრძალა.

როგორც იღუმენია თამარ გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს, ბრძანებულებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი აწერს ხელს.

„ცნობისათვის, ეს ის საპატრიარქოს მღვდელმთავრების კომისიაა, კიდევ ერთი საქართველოს ეკლესიის მარგალიტ დეკანოზ მიქაელ ბოტკოველთან ერთად, რომელმაც, მე იღუმენია თამარ გამყრელიძე, სიმართლისათვის, სამართლიანობისათვის და მართალი მღვდელმთავრის გვერდში დგომისათვის, უზიარებლობით დამსაჯა და უფრო მეტი ბოროტება ჩაიდინა. მხოლოდ საკუთარი სირცხვილის, თავისი უღირსების გადასაფარავად პასუხისმგებლობა პატრიარქს დააკისრეს და სადამსჯელო ბრძანება მისი ფაქსიმელიით გამომიგზავნეს. სად არის საპატრიარქოს კიდევ ერთი მთავარი ფიგურა ე.წ ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მუჯირი?! ვაი შენდა დღევანდელო საქართველის საპატრიარქოვ! უფალმა განწმინდოს, სიმართლის, ჭეშმარიტების ზეიმი ქრისტეშობა გაგვითენოს და დაგმოს ყოველივე ფარისევლობა, ფარისევლობის მსახურება და ფარისევლური ალილო!“, – წერს იღუმენია.

მსგავსი თემები