დაჯგუფება „ალ-შაბააბი“ კენიის სამხედრო ბაზას დაესხა თავს – მოკლულია 4 ტერორისტი

  •  

CNN-ის ცნობით, სომალიში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფების, „ალ-შაბააბის“ წევრები კენიაში მდებარე სამხედრო ბაზას დაესხნენ თავს, სადაც აშშ-ის სამხედრო შენაერთებიც იმყოფებიან.

კენიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ ტერორისტების თავდასხმა მოიგერიეს, რა დროსაც 4 თავდამსხმელი მოკლეს. მოგვიანებით, „ალ-შაბააბმა“ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო.

შეგახსენებთ, რომ დაჯგუფება „ალ-შაბააბი“ ტერორისტულ ორგანიზაცია „ალ-ქაიდასთანაა“ დაკავშირებული და წლებია აფრიკის ქვეყნებში ტერორისტულ აქტებს აწყობს.

მსგავსი თემები