ცოტნე გამსახურდიას თურქეთში გამგზავრებისა და მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი ფონდმა “ქართუმ” გადაჭრა

გიორგი გამსახურდია ცოტნე გამსახურდიას თურქეთში გამგზავრებისა და მკურნალობის ხარჯებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერილს აქვეყნებს.

“მედიაცენტრი მთავარი” წერილს უცვლელად გთავაზობთ:

“სალამი მეგობრებო,მოკლედ, ასეთი ამბავია, ჩემი ძმა ცოტნე გამსახურდია, თბილისში ადგილობრივი სამედიცინო მუშაკებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ადგილზე ამოწურული შესაძლებლობების შემდეგ, როგორც მოგეხსენებათ, სპეციალური თვითმფრინავით გადაყვანილ იქნა თურქეთის რესპუბლიკაში ერთ-ერთ ცნობილ და ძლიერ კლინიკაში მკურნალობის გასაგრძელებლად. დაინტერესებულმა პირებმა რომ იცოდნენ, ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა შესრულებული იქნა ქართული სახელმწიფოს მიერ. შემდეგში, თურქეთში გამგზავრება და თურქეთში მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი გადაჭრილ იქნა ფონდი “ქართუს” მიერ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ოჯახის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ გიორგი გახარიას. (რომელთანაც ახლო მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს). ასევე მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, შსს და სუს ხელმძღვანელობას, ჯანდაცვის სამინისტროს და ყველა ამ პროცესში ჩართულ პირს.(ვამაყობ, რომ ამ პროცესში ჩართული პირების დიდი ნაწილი, ჩემი უახლოესი მეგობრები არიან).

რაც შეეხება იმ რამოდენიმე კრიმინალსა და გარეწარს, დარწმუნებული ვარ, ქართული მართლმსაჯულება გასცემს სათანადო პასუხს.

03.01.20 ქ. ვარშავა”,- წერს გიორგი გამსახურდია.

მსგავსი თემები