ახალი პრემიერი სამთავრობო სტრუქტურებს შეამცირებს


„ჩვენ გვჭირდება მცირე და მოქნილი სამთავრობო უწყებები“ – ასეთია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის გზავნილი. 
მმართველმა გუნდმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა. გადაწყვეტილება უმრავლესობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

პრემიერობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პირველი გზავნილები უკვე გაასაჯაროვა. მის გეგმებში სამთავრობო სტრუქტურების შემცირება შედის.
 

„ეს არის დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობა. უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტში წარვსდგები ჩემი ხედვით, რომელიც დამყარებული იქნება შემდეგ ძირითად პრიციპებზე: პირველი – ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ბოლომდე მიყვანა და ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია; მეორე – განვახორციელებთ ინოვაციურ და ფუნდამენტურ რეფორმებს ყველა საჭირო მიმართულებით. ჩამოვაყუალიბებთ ახალ ეკონომიკურ მოდელს; მესამე – მცირე მთავრობის კონცეფცია. გვჭირდება მცირე, მოქნილი და ეფექტური სამთავრობო უწყებები. ინსტიტუციური და საზოგადოებრივი კონტროლის გაზლიერება ამ უწყებებზე; მეოთხე – განათლება, ინოვცია და ახალგაზრდობა“ – ასეთია მამუკა ბახტაძის გეგმები.

 

მსგავსი თემები