დღეიდან მანქანებზე განთავსებული აირბალონისა და მისი სისტემის ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო გახდება

2020 წლის 1 იანვრიდან მანქანებზე განთავსებული თხევადი აირის აირბალონისა და მისი სისტემის ტექნიკური ინსპექტირება, სავალდებულო გახდება.

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ტექდათვალიერება კი მფლობელებმა 1 აპრილამდე უნდა მოასწრონ. ამ ვადის გასვლის შემდეგ, საჭის გადატანა იკრძალება. 2021 წლის 1 იანვრიდან კი, მარჯვენასაჭიან ტაქსებს მოძრაობის უფლება აღარ ექნებათ.

“ჩვენ სახეზე გვაქვს რეგულაციების ახალი ტალღა, სადაც საუბარია ავტომობილში საჭის გადატანაზე, იცვლება პარამეტრები ავტომობილის მწარმოებლის მიერ, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მისი უსაფრთხო ექსპლუატაციის საკითხიც. ვერგაივლის ტექინსპექტირებას  სატრანსპორტო საშუალება თუ ის თხევად აირზე მუშაობს და არ ექნება სპეციალური შემოწმება ცენტრში, რომელსაც აქვს აკრედიტაცია, რომ შეამოწმოს, თხევადი აირის აუზი და მისი მოწყობილობა.

აღსანიშნავია, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას დღეს საქართველოში მსგავსი აკრედიტირებული ცენტრების ხარისხი და ეფექტურობა,”- განაცხადა ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა ”ჰაბ ჯორჯიას” აღმასრულებელმა დირექტორმა ვასო ურუშაძემ.

მსგავსი თემები