“კიდევ ერთხელ აშკარა ხდება საოკუპაციო რეჟიმის სახე, რომელიც ადამიანის ინტერესებს არაფრად აგდებს” – ქეთევან ციხელაშვილი

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. გადასასვლელის ჩაკეტვას სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში გამოეხმაურა.

ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ ეს ყველაზე დიდ პრობლემას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს შეუქმნის, რადგან მისი თქმით, ყველაზე მეტად სწორედ მათ სჭირდებათ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმი ადამიანის ინტერესებს, განურჩევლად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, არაფრად აგდებს.

“კიდევ ერთხელ, აშკარა ხდება თვითონ საოკუპაციო რეჟიმის სახე, რომელიც ადამიანის ინტერესებს, განურჩევლად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, არაფრად აგდებს, როგორც ჩანს. მე არაერთხელ მითქვამს, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი, 6-ჯერ და 7-ჯერ მეტი ადამიანი ზარალდება ამ შეზღუდვებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ვისაც სურს გადმოსვლა. ყველას, ვისაც დღეს დე-ფაქტო, თუ რა ფორმითაც არ უნდა იყოს, ხელეწიფება ამ გადაწყვეტილების მიღება, ადამიანების სასიცოცხლო ინტერესიდან გამომდინარე უნდა მიიღოს,” – აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

https://mcm.ge/ცხინვალი-ე-წ-საზღვარს-3-იან/

მსგავსი თემები