გოზინაყი გივი თარგამაძისგან (რეცეპტი)

როგორც გაირკვა, გივი თარგამაძე საკმაოდ გამოცდილი კულინარია. ამ საახალწლოდ მის მიერ მომზადებული გოზინაყი ნამდვილ ინტერნეტჰიტად იქცა და მან რეცეპტიც გაუზიარა ფეისბუქმომხმარებლებს:

– ნიგოზს ჯერ ცოტათი ხალავ, მერე ჭრი. თაფლი – მაწვნის ქილა 2/3, ცოტა მეტი – 1 კილო ნიგოზი. თაფლს ქვაბში ასხამ, ნელ ცეცხლზე სულ ურევ. წამოდუღებას რომ დაიწყებს, აწვეთებ ცივ წყლიან ჭიქაში. როცა წვეთი იკვრება, დროა და აყრი ნიგოზს. სულ ურევ, სანამ არ შეიკვრება კარგად. ამორევაზე მთელი მასა რომ წამოყვება, მზადაა. დასველებულ დაფაზე ამოიღებ და ჯერ დასველებული ხის კოვზით გაშლი, მერე დასველებული გასაბრტყელებლით დაიყვან საჭირო სისქემდე, დაჭრი რომბებად და დააწყობ თეფშებზე. სულ ესაა.

“ესეც წლევანდელი გოზინაყი, მაშ”, – წერს გივი თარგამაძე.

მსგავსი თემები