გრიპის გართულებების შემთხვევები, შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაკლებია

გრიპის სეზონური ვირუსებითა და გრიპის მაგვარი დაავადებებით ავადობის მაჩვენებელმა 100 ათას ადამიანზე 312 ადამიანი შეადგინა. 

გასული კვირის მონაცემების თანახმად, აღნიშნული მაჩვენებელი აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის (წლის 52-ე კალენდარული კვირა) სტატისტიკას, რომელიც 277-ს შეადგენდა.

ამასთან, სტატისტიკის თანახმად, გასულ კვირაში ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებული ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის მხოლოდ 19% მოდის გრიპსა და გრიპის მაგვარ დაავადებებზე, შარშან ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი თითქმის 42%-ს შეადგენდა. შესაბამისად, ინფექციის გართულებების მაჩვენებელი შემცირებულია.

ზამთრის მიმდინარე სეზონზე, გრიპის გართულების გამო, გარდაცვალების ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

მსგავსი თემები