სოფელ ქაქუბში, 7 სულიან ოჯახს სახლი დაეწვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქაქუთში გვიან ღამით რომანაძეების სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 7-სულიანი ოჯახი თავს მეზობლებს აფარებს.

ხანძრის გაჩენის მიზეზად ოჯახის წევრი ელექტროენერგიის მოკლე ჩართვას ასახელებს. ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ სპეციალური კომისია რომანაძეების ოჯახის პრობლემას შეისწავლის.

მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს.

მსგავსი თემები