“გაფრინდაშვილის გათავისუფლებით თავი არ უნდა დავიმშვიდოთ, ოკუპაცია გძელდება” – არჩილ თალაკვაძე

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების პარალელურად, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ახალი წლის დღეებში ე.წ.საზღვარზე ერთადერთ საკონტროლო გამშვებ პუნქტს კეტავს. მიზეზად საახალწლო ღონისძიებები და უსაფრთხოების ზომები სახელდება. მიმოსვლა ე.წ. საზღვრის “ქარძმანის” მონაკვეთზე, 30 დეკემბრის საღამოს 8 საათიდან დროებით შეწყდება და 3 იანვრის დილი 6 საათიდან გაიხსნება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოკუპაცია ისევ გრძელდება, ადამიანების უკანონო დაპატიმრება კი კვლავ პრობლემად რჩება.

“იმ ფაქტით, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდა არ უნდა დავიმშვიდოთ თავი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოკუპაციის პროცესი რაიმე განსხვავებულ პოზიციაში გადავიდა. სანამ რუსეთის ფედერაციის ჯარისკაცები საქართველოს ტერიტორიაზე რჩებიან, კონკრეტულ საკითხებზე გაკეთებული გადაწყვეტილებები ამ მოცემულობას ვერ შეცვლის. ოკუპაცია გრძელდება, ადამიანების უკანონო დაპატიმრება კვლავ პრობლემად რჩება და ეს ოკუპაციის რეალური საერთო სურათია,” – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები