„სადაც „ბეზპრიდელია“ ადამიანი იძულებული ხდება სამართალი თავად ეძებოს“ – ზაურ ხალილოვი (ვიდეო)

  •  

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის“ დირექტორი ზაურ ხალილოვი ქვეყანაში სამართლიანობის პრობლემაზე საუბრობს და ამბობს, რომ მოსახლეობა მაშინ ხდება იძულებული სამართლიანობა თავად ეძებოს, როდესაც ამას ვერ აღწევს კანონის გზით.

ზაურ ხალილოვმა მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს მარნეულში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა და ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა.

​მისი თქმით, 28 წლის განმავლობაში, საქართველოში ყველა ხელისუფლება ერთი და იმავე შეცდომას უშვებს.

„სადაც ადამიანი სამართლიანობას ვერ პოულობს, იქ ადამიანები თუ პირთა ჯგუფები სამართლიანობის ძებნას საკუთარ ხელში იღებენ. ადამიანები, რომლებიც ხედავენ, რომ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია, ინიციატორები ხდებიან ეს დაამთავრონ. ეს პროცესები კი სადამდეც მიდის, კაცობრიობამ კარგად იცის. სადაც „ბეზპრიდელია“ ადამიანს აძულებენ, სამართალი თავად ეძებოს. ყოველთვის ჯობს, პრევენცია ხდებოდეს და არა რეაგირება. სამწუხაროდ ბევრ საკითხზე არ იყო ადეკვატური რეაგირება “, – განაცხადა ხალილოვმა „მთავარის“ პრესკლუბში.

მსგავსი თემები