“ავტოსკოლები ვერ აძლევენ იმ ცოდნას მძღოლებს, რაც გზებზე უსაფრთხოებას უზრუნველყოფს” – ეკა ლალიაშვილი

„ავტოსკოლები ჯეროვნად ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, ისინი ვერ აძლევენ იმ ცოდნას მომავალ მძღოლებს, რაც გზებზე უსაფრთხოებას უზრუნველყოფს,“- ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, საგზაო მოძრაობის დროს, მუდმივად ცნობიერების დაბალი დონის გამო შექმნილი პრობლემები იკვეთება, რის გამოც, მნიშვნელოვანია, ავტოსკოლების ლიცენზირებაზე მეტი ყურადღება გავამახვილოთ:

„კანონი ჯერ არ არის ძალაში შესული, მაგრამ ახლო მომავალში მხოლოდ 18 წლიდან შეძლებს ახალგაზრდა მართვის მოწმობის აღებას. თუმცა, ამის პარალელურად, მნიშვნელოვანია ავტოსკოლების ლიცენზირება. ვფიქრობ, შემდეგი წლისთვის უნდა გავამახვილოთ ყურადღება ამაზე. ჩვენ მუდმივად ცნობიერების დაბალი დონის გამო შექმნილი საფრთხეები გვექნება. გამოკვეტილად ახალბედა მძღოლებში და არასრულწლოვანებში ვხვდებით ამ პრობლემას, რაც ნიშნავს, რომ ავტოსკოლები ჯეროვნად ვერ არსულებენ თავიანთ მოვალეობას, ისინი ვერ აძლევენ იმ ცოდნას მომავალ მძღოლებს, რაც გზებზე უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. უცხო ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით, ვფიქრობ, შემდეგი წლიდან უნდა დაიწოს ხელისფულებამ იმაზე ფიქრი თუ როგორ მოხდეს ავტოსკოლების ლიცენზირება,“ – აცხადებს ეკა ლალიაშვილი.

მისი თქმით, აუცილებელია, ადამიანს ადრეული ასაკიდან ჩავუნეგოთ საგზაო მოძრაობის კულტურა და ეს სწავლება იყოს გრძელვადიანი:

„ჩვენ წლების განმავლობაში ამაზე ვმუშაობთ, ვსაუბრობთ და ვცდილობთ, ფრაგმენტულად ჩავატაროთ ბაღებსა და სკოლებში საგზაო უსაფრთხოების გაკვეთილები, რასაც აქვს ნამდვილად შედეგი, მაგრამ ეს უნდა იყოს გრძელვადიანი, დანერგილი და ეს უნდა იყოს გარკვეულ პროგრამაში ჩასმული, თუ გვინდა, რომ უსაფრთხო გზებზე მოსიარულე უსაფრთხო მძღოლები მივიღოთ. ამიტომ განათლებას და ცნობიერების ამაღლებას ამ ასაკიდან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,“ – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“  

მსგავსი თემები