თბილისის უბნებში, შეჭირვებულებისთვის ცხელ საკვებს უფასოდ დაარიგებენ

„გუალე – კეთილი გულით“ – ასე ეწოდება საქველმოქმედო პროექტს, რომელსაც „ახალი საზოგადოება“, მისი მხარდამჭერები და სხვა მოხალისეები აორგანიზებენ. პროექტი ითვალისწინებს უბნებში, ცხელი, ჯანსაღი საკვებით უსასყიდლოდ გამასპინძლებას მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

„ახალი საზოგადოების“ ხელმძღვანელის ლუკა ქამუშაძის თქმით, მათი სურვილია, რომ კვირაში ერთხელ, ფინანსურად შეჭირვებულ ადამიანებს, მიაწოდონ ის ცხელი საკვები, რომელიც მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლისუნარიანობის  გასაუმჯობესებლად. ასევე, იგეგმება უბნების მიხედვით სიების შედგენა და პროექტის მსვლელობისას შემოწირული საკვების მათზე განაწილება.

პროექტი 22 დეკემბერს კვირა დღეს დაიწყო, გამცემი პუნქტის კარავი განთავსებული იყო ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ. პროექტი იგივე ადგილას ყოველ კვირა დღეს ჩატარდება.

ორგანიზატორების განცხადებით, ეს პროექტის პირველი ეტაპია და იგეგმება პროექტის სხვადასხვა უბნებში გავრცელება.

ასევე, „გუალე – კეთილი გულით“ იწვევს კომპანიებს და რიგით მოქალაქეებს პროექტის მხარდასაჭერად.

პროექტს ორგანიზებას უწევს „ახალი საზოგოდოება“,  ,,ხანძთელის ფონდი” და  ,,საქართველოს პენსიონერთა გაერთიანება”.

გახსნილია ანგარიში, რომელზეც თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში გაზრდით დაპურებულთა რაოდენობას.

ანგარიში: GE75TB7737036080100015

მიმღები: ახალი საზოგადოება

მსგავსი თემები