როდესაც ქვეყანა გამოწვევებს ვერ პასუხობს, რიგგარეშე არჩევნების საკითხი უნდა დადგეს – ლევან კობერიძე

პარლამენტის დეპუტატის, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” წევრი ლევან კობერიძე დეპუტატი მიიჩნევს, რომ, როდესაც ქვეყანას პრობლემები აქვს მართლმსაჯულების საკითხში და გამოწვევებს ვერ პასუხობს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხი უნდა დადგეს.

​როგორც დეპუტატმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, მისთვის მოულოდნელი იყო პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება მთავრობის გადაყენების შესახებ, რადგან მისი შეფასებით, ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში ნელი, მაგრამ სტაბილური წინსვლა შეინიშნება და მთელი რიგი მიმართულებით არის დადებითი ძვრები.

“პრემიერმა ქვეყანა ჩაიბარა 2%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით და დღეს ეკონომიკური ზრდა არის 6.5%. ამ ხნის განმავლობაში გვქონდა ძალიან სერიოზული წინსვლა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ქვეყანაში ნელი, მაგრამ სტაბილური წინსვლა შეინიშნება და მთელი რიგი მიმართულებით გვაქვს მხოლოდ დადებითი ძვრები. ეკონომიკურ პარამეტრებში რა თქმა უნდა, სასურველია უფრო მეტი ზრდა და უფრო მეტი სისწრაფე, მაგრამ არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო პრემიერის გადადგომის მიზეზი”, – აცხადებს დეპუტატის.

​მისივე აზრით, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები ქვეყანას აქვს სამართლიანობის შეგრძნებასთან და რიგ საქმეებზე სასჯელის დადგომის აუცილებლობასთან დაკავშირებით, მათ შორის დავით სარალიძის საქმეზე.

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა, შედეგად მთელი მთავრობა გადამდგარია.

მსგავსი თემები