“ცოტნე გამსახურდიას კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა, შეინიშნება დადებითი დინამიკა” – ანა ჯაბაური

  •  

ანა ჯაბაურის თქმით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დადებითი დინამიკა შეინიშნებ;ა.

ცოტნე გამსახურდიას მეუღლის თქმით, პაციენტს დღეს კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა და მოცემულ ეტაპზე დამატებით ქირურგიული ჩარევა არ არის დაგეგმილი.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ახლა გაუკეთეს კომპიუტერული ტომოგრაფია. გადაწყდა, ცოტა ადრე გაეკეთებინათ, ხვალ დილით ვაპირებდით, მაგრამ მცირე უმნიშვნელო მიზეზების გამო ჩავატარეთ დღეს. შეინიშნება დადებითი დინამიკა, მცირე გაუმჯობესება არის, რამდენადაც დრო ამის საშუალებას გვაძლევს, რამდენიმე დღეა გასული და ველოდებით ახლა მაინც უცხოეთში გადაყვანას, რომ მოსალოდნელი გართულებებისთვის მზაობა იყოს.

გადაყვანა დღის წესრიგში დგას, თუმცა დადებითი დინამიკა შეინიშნება. მძიმედ რჩება, მაგრამ არის სტაბილური. არანაირი ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება ჯერჯერობით, ამისთვის არანაირი საჭიროება არ ჩანს“, – განაცხადა გამსახურდიას მეუღლემ.

მსგავსი თემები