ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ლენინის პორტრეტი გადასცა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ საბჭოს ლენინის პორტრეტი გადასცა. დოლიძე ამბობს, რომ საბჭომ შეარჩია მოსამართლეობის კანდიდატი, რომელიც ლიდერად ლენინს მიიჩნევს.

ანა დოლიძე მტრულ ნაბიჯს უწოდებს იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეების დანიშვნის გაგრძელებას, რადგან მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ მოსამართლეთა დანიშვნა დროებით შეჩერდეს, სანამ არ მოხდება სერიოზული რეფორმა.

“დღეს იუსტიციის საბჭომ მორიგჯერ შეირცხვინა თავი და ძალიან ბევრი ადამიანი და მოსამართლე, რომლის მიმართაც არსებობს სერიოზული კითხვის ნიშნები, კვლავ წარადგინა უზენაეს სასამართლოში. სიმბოლო ამ პროცესისა არის, იმ ადამიანის განცხადება 14 აგვისტოს, რომელმაც მიიღო 10 ხმა, მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილის. როდესაც მას მე ვკითხე, მისი გაგებით, მისთვის ვინ არის ლიდერი, მას არ გაახსენდა არც გამსახურდია, არც კოსტავა, არც დავით აღმაშენებელი, არც თამარ მეფე, მას გაახსენდა ვლადიმერ ილიას ძე ლენინი. მე დღეს ჩავთვალე, რომ სწორედ ლენინის პორტრეტი არის ამ ადამიანების, ამ სისტემის ერთაზროვნების ძალიან კარგი სიმბოლო”,- განაცხადა ანა დოლიძემ

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტისთვის წარსადგენად დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ექვსი კანდიდატი შეარჩია.

https://mcm.ge/იუსტიციის-უმაღლესმა-საბჭ/

მსგავსი თემები