იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტისთვის წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ექვსი კანდიდატი შეარჩია

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ექვსი კანდიდატი შეარჩია. ესენი არიან: ილონა თოდუა, ნინო სანდოძე, გიორგი ტყავაძე, გენადი მაკარიძე, პაატა სილაგაძე, თეა ძიმისტარაშვილი.

შერჩეული კანდიდატურები დასამტკიცებლად საკანონმდებლო ორგანოს გადაეგზავნება.

საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ექვსი კანდიდატი კონკურსის ფარგლებში გასაუბრების ეტაპზე გადასული 50 კანდიდატიდან შეარჩია. მას შემდეგ, რაც უზენაეს სასამართლოში არსებულ 20 ვაკანტურ ადგილზე პარლამენტში დაამტკიცეს 14 მოსამართლე, უმაღლეს ინსტანციაში დარჩა ექვსი ვაკანტური ადგილი.

ვინაიდან კანდიდატებს უკვე აქვთ გავლილი გასაუბრება საბჭოში, აღნიშნულ პროცედურას მოსამართლეები მხოლოდ პარლამენტში გაივლიან. იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ორგანოში კვლავ ვერ მოხდება აღნიშნული ვაკანსიების შევსება, კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.

მსგავსი თემები