ხალხს უნდა დაუბრუნეს ის ფული, რაც ეკუთვნის – წულუკიანი ტელევიზიებზე დადებულ ინკასოს სამართლიანად მიიჩნევს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ტელევიზიებზე დადებულ ინკასოს სამართლიანად მიიჩნევს და იმ შერჩევითობის პრინციპის დასრულებაზე მიუთითებს, როდესაც მედიას ხელისუფლება გადასახადების გადაუხდელობას პატიობდა.

მისი თქმით, ტელევიზიებმა დარჩენილი გადასახადი უნდა გადაიხადონ, რადგან ეს ფული ეკუთვნის ხალხს და არა რომელიმე მინისტრსა თუ კერძო კომპანიას.

“ზოგიერთი ტელევიზია იხდის დაკისრებულ გადასახადს, ზოგი კი არა. იყო დრო, როდესაც სახელმწიფო მათ ამას პატიობდა, თუმცა, დროა დასრულდეს ამგვარი შერჩევითობის პრინციპი და ყველა კერძო ორგანიზაციამ მათ შორის, ტელეკომპანიებმა დაკისრებული გადასახადები გადაიხადონ, სახელმწიფო ბიუჯეტი არ ეკუთვნის რომელიმე მინისტრს ან კერძო კომპანიას, ბიუჯეტი ეკუთვნის მათ, ვინც ჩვენ გვისმენს ანუ, ხალხს. შესაბამისად, მათ უნდა დაუბრუნდეთ ის ფული, რაც ეკუთვნით,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტრომ, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს, “პირველსა” და “კავკასიას”, ინკასო დაადო. სამინისტრო კომპანიებისგან დავალიანების დაფარვას ითხოვს. 

მსგავსი თემები