“გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ვირუსის პროფილაქტიკის საუკეთესო პრევენციული საშუალებაა”- ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის მინისტრის საპირისპირო განცხადება გააკეთა და განმარტა, რომ ვაქცინაცია ერთ-ერთო საუკეთესო საშუალებაა გრიპის პრევენციისთვის.

მისი თქმით, ვაქცინაცია ყველა ქვეყანაში რეკომენდირებულია მაღალი რისკ-ჯგუფებისთვის და მისი ჩატარება მნიშვნელოვანია.

“გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ შედის აუცილებელ ანუ მანდატორულ აცრათა კალენდრებში არცერთი ქვეყნის, მათ შორის საქართველოშიც. მაგრამ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პრევენციული საშუალება გრიპის პროფილაქტიკისა. ამიტომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდირებულია უპირველეს ყოვლისა მაღალი რისკ ჯგუფებისთვის,” – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ვაქცინა არ არის პანაცეა და აქედან გამომდინარე, გრიპის ვირუსზე ვაქცინაცია მას სავალდებულოდ არ მიაჩნია.

მსგავსი თემები