13 ივნისი, დღე რომელმაც მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის სანიმუშო მაგალითი გვაჩვენა – “ქართული ოცნება”

მმართველი პარტია “ქართული ოცნება”, 13 ივნისის ტრაგედიის სამ წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განსაკუთრებულ მადლობას უხდიან მაშველებს თავდადებისა და გმირობისთვის, მოქალაქეებს კი ერთსულოვნებისთვის.

“ქართული ოცნების” წევრთა შეფასებით, 2015 წლის 13 ივნისი არის დღე, რომელმაც მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის სანიმუშო მაგალითი აჩვენა.

” 3 წელი გავიდა ტრაგედიიდან, რომელმაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა.
13 ივნისი ამავდროულად არის დღე, რომელმაც ერთსულოვნების, სოლიდარობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის სანიმუშო მაგალითი გვაჩვენა! დღე, რომელმაც შექმნა სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ერთად დგომის უპრეცედენტო შემთხვევა. ათასობით მოქალაქე მაშველებთან ერთად ცდილობდა წვლილი შეეტანა სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრაში. ამ სამაგალითო ძალისხმევამ და თანადგომამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენი ძალა მართლაც ერთობაშია და ერთად ყველაფერს შევძლებთ!
პატივს მივაგებთ სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას!
ასევე, გვსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ყველა მაშველს სიმტკიცის, თავდადებისა და გმირობისთვის, რომელიც იმ ურთულეს დღეებში გამოავლინეს.
დიდი მადლობა თითოეულ მოქალაქეს, რომელიც იმ ერთსულოვნების ნაწილი იყო!
ჩვენ გვახსოვს 13 ივნისი!”, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

მსგავსი თემები