თბილისში ბუნებრივი გაზის საფასური მცირდება

კომპანია „თბილისი ენერჯის“ სამომხმარებლო ტარიფი 0.002 თეთრით მცირდება. აღნიშნულის შესახებ დღეს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

მათი ინფორმაციით, გაზის სამომხმარებლო ტარიფი, დედაქალაქში, 46.137 თეთრამდე მცირდება.

სემეკ-ში განმარტავენ, რომ ტარიფის შემცირება გაზის შესასყიდი ფასის შემცირებით გახდა შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ წელს, გაზის სამომხმარებლო ფასი 46.139 თეთრი იყო.

მსგავსი თემები