სანტა კლაუსმა ტრადიციული მოგზაურობა დაიწყო

ლაპლანდიიდან, სანტა კლაუსმა ტრადიციული მსოფლიო მოგზაურობა დაიწყო. ის ყველაზე გრძელ მოგზაურობაში გაემგზავრა. სანტამ მთელ მსოფლიოში საშობაო საჩუქრები უნდა დაარიგოს. გამგზავრებამდე სანტამ ყველას შობა მიულოცა.

“გილოცავთ ყველას, ვიმედოვნებ, ყველა ბედნიერ შობას შეხვდებით ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, მიმოიხედეთ ირგვლივ და იყავით კეთილები, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც დღეს მარტოა,” – განაცხადა სანტამ.

შობისთვის სანტა მთელი წელი ემზადებოდა. კეთილმა ბაბუამ ბევრი წერილი მიიღო, მან ყველას სურვილი უნდა შეუსრულოს. სანტა ჯერ ჩრდილოეთ პოლუსზე გაემგზავრა, იქ საჩუქრები და მარხილს გაამზადა, შემდეგ კი, ჯადოსნურ ირმებთან ერთად საშობაო მოგზაურობა დაიწყო.

სანტას მოგზაურობას ჩრდილოეთ ამერიკული აეროკოსმიური თავდაცვა თანამგზავრით აკვირდება. უწყებას სპეციალური საიტი აქვს შექმნილი, სადაც ყველას შეუძლია ნახოს, თუ სად იმყოფება ახლა სანტა. საიტის მილიონობით სტუმარს 1500 ზე მეტი მოხალისე და სამხედრო ემსახურება. ეს ტრადიცია სამხედრო უწყებამ 1955 წელს დაიწყო, როდესაც ბავშვმა შემთხვევით მათთან დარეკა და სანტას ადგილსამყოფელი იკითხა.

სანამ სანტა მოგზაურობს, შობისთვის ემზადებიან ბეთლემში, იქ, სადაც იესო ქრისტე დაიბადა.

იერუსალიმიდან ბეთლემში ჩასულ არქიეპისკოპოს პიერბატისტს ათასობით მომლოცველი შეეგება. სადღესასწაულო მესა ქრისტეს შობის ეკლესიაში ღამის 12:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი თემები