“გარანტიები არ გვაქვს, რომ საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელია, რის გამოც შფოთავენ პარტნიორები” – ლევან გოგიჩაიშვილი

“გარანტიები არ გვაქვს, რომ საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელია თავის გადაწყვეტილებაში, რის გამოც ვშფოთავთ ჩვენ და შფოთავენ  პარტნიორებიც”, – ამის შესახებ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, ის, რაც ხდება საქართველოში, სასამართლოსა და პროკურატურაში და რაც ზოგადად ავტორიტარიზმის ნიშნებია, ჩვენი საზოგადოების პრობლემაა.

“სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაუძლო ცდუნებას, რომ ეკონტროლებინა სასმართლო და შესაბამისად, სააკაშვილის და ადეიშვილის ჯალათი მოსამართლეები გადმოიფორმა, რითაც სასამართლო პოლიტიკურ ვერტიკალში მოაქცია. ეს საზოგადოების თავის ტკივილია და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ხელახლა დავიწყოთ სასამართლოს გათავისუფლება და დეპოლიტიზაცია იმ უწყებების, რომელიც გვეგონა, გავიარეთ და წარსულია. სამწუხაროდ, დღეს ამ რეალობაში ვიმყოფებით. პოლიტიკური სასამართლო არსებობს, რადგან თუ დასჭირდათ ნებისმიერ დროს ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც ეტყვიან. რისკი მაღალია, რომ უთხრან და ასე გააკეთონ. ჩვენ იმის გარანტიები არ გვაქვს, რომ სასამართლო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია თავის გადაწყვეტილებაში. ვშფოთავთ ჩვენც და შფოთავენ ჩვენი პარტნიორები“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მსგავსი თემები