“ომბუდსმენის განცხადებები ამ საკითხზე მნიშვნელოვანწილად პოლიტიკურად ანგაჟირებულია” – გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი სახალხო დამცველის მიერ რამდენიმე პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს გამოეხმაურა. 

გია ვოლსკის განცხადებით, პენიტენციურ სისტემაზე კონტროლი უნდა გაგრძელდეს. თუმცა, ამავე დროს, ვოლსკი მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის განცხადებები ამ საკითხზე მნიშვნელოვანწილად პოლიტიკურად ანგაჟირებულია.

„პენიტენციალურ სისტემაზე კონტროლი არ უნდა შეწყდეს, მაგრამ სახალხო დამცველის განცხადებები ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანწილად არის პოლიტიკურად ანგაჟირებული მაშინ, როდესაც საუბრობს პატიმრების მიმართ არასწორ მოპყრობაზე და პირობებზე, რომელიც პატიმრებს გააჩნიათ დღევანდელ ციხეში. იმ რეალურ სიტუაციას არ იხსენიებს, რასაც ჰქვია ასობით, ათასობით ადამიანის განგებ მოკვდინება ციხეში. რეალური შედარების არანაირი სურვილი არ გააჩნია და მისი პათოსი მნიშვნელოვნად სცილდება ობიექტურობას, რომელიც „ნაციონალურ მიძრაობას“ ახასიათებს. სამწუხაროა ეს ამბავი, მაგრამ რეალურად უფრო მეტი მაგალითი რომ იყოს, უკეთესია. თუ არის რამე შენიშვნები, რასაკვირველია პენიტენციალურ სისტემას თვითონ უნდა ჰქონდეს ეს შენიშვნები. საკმაოდ პრინციპული მინისტრი ჰყავს ამ სფეროს, იუსტიციის მინისტრზე მაქვს საუბარი. არ მგონია, რომელიმე თემა, რომელიც ობიექტურად არის შეფასებული, მათი ყურადღების მიღმა დარჩება“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები