ლუკა სირაძის ოჯახი მოითხოვს, ყველა ის პირი დაისაჯოს, რომლებსაც ლუკასთან შეხება ჰქონდათ

გარდაცვლილი ლუკა სირაძის ოჯახი, ყველა იმ პირის დასჯას ითხოვს, რომლებსაც  უშუალოდ შეხება ჰქონდათ მოზარდთან.

როგორც  გარდაცვლილი მოზარდის ძმამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ოჯახი გამოძიებას ენდობა, რადგან საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა – მარიანა ჩოლოიანი დაკავებულია.

„ოჯახის მთავარი მოთხოვნაა, ამ ეტაპზე იმ პირების დაკავება, რომლებიც უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას ამ პროცესში. ის რამდენიმე პირი ვისაც უშუალოდ შეხება ჰქონდა ლუკასთან,  ემუქრებოდნენ, თუნდაც ცალკე გაიყვანეს და ა.შ. გამოძიებას ვენდობი, იმიტომ, რომ პროგრესი აშკარად ჩანს, დააკავეს ერთ-ერთი,“ – განაცხადა ბექა სირაძემ „მედიაცენტრ მთავარში“

ბექა სირაძის განმარტებით, გამოძიება დროში გახანგრძლივდა, ვინაიდან დედა ჩვენების მისაცემად, ვერ ახერხებდა შექმნილი გარემოებიდან გამომდინარე მისვლას.

„დედის ჩვენება საკმაოდ მნიშვნელოვანია. გამოძიება ამ პროცესებიდან გამომდინარე იმიტომ გაიწელა დროში, რომ ლუკა საავადმყოფოში იყო და დედაჩემი არ იყო ადეკვატური, ვერ მიდიოდა ყოველთვის, როცა საჭირო იყო. ამ ეტაპზე ყველამ ვიცით რა სიტუაციაც არის და ვერ ახერხებს ჯერჯერობით მისვლას. უკვე დალაგებული გონებით, როცა ჩამოყალიბდება, კიდევ ერთხელ გაესაუბრებიან და პროგრესი იქნება,“ – განაცხადა გარდაცვლილი მოზარდის ძმამ „მედიაცენტრ მთავარში“

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით,   დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დააკავეს. მას ბრალად ედება  სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებული დანაშაულით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.  

https://mcm.ge/%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%a9%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c/
https://mcm.ge/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-15-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%93/

მსგავსი თემები