„დედა ითხოვდა, რომ გადაიხდიდა ზარალს და მშვიდობიანად მოგვარდებოდა ყველაფერი”- გარდაცვლილი მოზარდის ძმა „მედიაცენტრ მთავარში“

„დედა ითხოვდა, რომ არ გაგრძელებულიყო პროცესი ისე, როგორც  სისხლის სამართლის საქმე, გადაიხდიდა იმ ზარალს და მშვიდობიანად მოგვარდებოდა ყველაფერი, მაგრამ ეს არ მოხერხდა“,- ამის შესახებ დაღუპული 15 წლის მოზარდის ძმამ, ბექა სირაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ინცინდენტის შემდეგ „მწვანე სკოლა“ ოჯახს არ დაკავშირებია. ლუკა სირაძის ოჯახი და სკოლის წარმომადგენელი ერთმანეთს პოლიციის განყოფილებაში შეხვდა:   

„დედა ამბობდა, რომ რადგან მოხდა ეს ფაქტი, დაზიანდა მერხები და დაფები, გადაიხდიდა ზარალს, რომ არ გაგრძელებულიყო პროცესი ისე, როგორც  სისხლის სამართლის საქმე. მშვიდობიანად მოგვარდებოდა ყველაფერი, მაგრამ ეს არ მოხერხდა, იმიტომ რომ ვერ დამტიცდა, იყო თუ არა ჩემი ძმა დამნაშავე. დედას არ მისცეს კამერების ნახვის უფლება, რაც გაშუქდა ტელევიზიით, მხოლოდ ის გვაქვს ყველას ნანახი. როგორც ლუკას უთხრეს თავიდან, სილუეტი შენიაო, მაგრამ დედამ მოითხოვა კამერების ნახვა, თქვა, მე უფრო კარგად ვიცნობ ჩემ შვილს და თუ ის არის ნამდვილად, ამ ზარალს ავანაზღაურებო.  ლუკას დაკითხვამდე დედასა და სკოლას შორის არანაირი კონტაქტი არ ყოფილა, დედა და სკოლის წრმომადგენელი ერთმანეთს პოლიციის განყოფილებაში შეხვდნენ.  სკოლის წარმომადგენელსა და დედას შორის, საუბარი შედგა პოლიციის განყოფილებაში,“- განაცხადა ბექა სირაძემ ‘მედიაცენტრ მთავართან“.

შეგახსენებთ, რომ ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა.  აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დააკავეს. მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებული დანაშაული, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.  

მსგავსი თემები