ციხეებში ხშირია ექიმების სექსუალური შევიწროების ფაქტები – რა წერია ანგარიშში

საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში, სექსუალური შევიწროების ფაქტები დაფიქსირდა.

როგორც პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგის ანგარიშში წერია, ხშირია პატიმრების მიერ, ექთნებისა და ექიმების მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტები. თუმცა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ არ არსებობს სექსუალური შევიწროების ფაქტებზე რეაგირების მკაფიო პროცედურა.

„მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ სექსუალური შევიწროების ფაქტები ციხეებში არსებობს და იმატებს დაწესებულებების რისკის შესაბამისად. ინტერვიუებიდან ირკვევა, რომ ხშირია პატიმრების მხრიდან ძირითადად ექთნებისა და ექიმების მიმართ სექსუალური შევიწროება. ასეთი სიტუაციების განმუხტვის მიზნით, ხშირ შემთხვევაში, ექიმის პატიმართან ვიზიტს ესწრება უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომელიც. ხშირია შემთხვევები, როდესაც უსაფრთხოების თანამშრომლები აკონტროლებენ ქალი თანამშრომლების დრესკოდსაც და კორპუსზე შეშვებაზე უარს ეუბნებიან მათ ამ მიზნით.

საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, ციხის ადმინისტრაციის მუდმივი ვალდებულებაა, თავიდან აიცილოს და მოაგვაროს ქალი თანამშრომლების მიმართ გენდერული დისკრიმინაცია,“ – აღნიშნულია ანგარიშში.

მსგავსი თემები