თურქეთის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა

„სავარაუდოდ, მაისის თვეში, თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი საქართველოს ეწვევა“, – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთში, გიორგი ჯანჯღავამ, საქართველო-თურქეთის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.

„ანკარაში, რამდენიმე კვირის წინ, გაიმართა ჩვენი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ვიზიტი, რასაც მოჰყვა ეკოკომისია, რომელიც 14 წლის პაუზის შემდეგ პირველად შედგა. ამ ვიზიტს მოჰყვა მისი ხელმეორე ვიზიტი ტანაპის თურქული მონაკვეთის გახსნასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვილაპარაკეთ თურქულ მხარესთან, რომ სავარაუდოდ, თებერვლის თვეში იქნება სტრატეგიული კომისიის სხდომა ანკარაში დანიშნული, ხოლო ამის შემდეგ, სავარაუდოდ, მაისის თვეში, პრეზიდენტი ერდოღანი ეწვევა საქართველოს“, – აღნიშნა ჯანჯრავამ.

კითხვაზე, არის თუ არა საუბარი ახალ პროექტებზე და ველოდებით თუ არა თანამშრომლობას ახალ ფორმატში, მან განაცხადა, რომ ჩვენი მთავარი მიზანია ვაჭრობის გაზრდა სამ მილიარდ დოლარამდე:


„რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანია ვაჭრობის გაზრდა სამ მილიარდ დოლარამდე, ქართული ექსპორტის გაზრდაც ამასთან ერთად. მოლაპარაკებები მიმდინარეობს, იცით, თურქეთი არა მარტო ჩვენი კეთილი მეზობელია, არამედ სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ყოველმხრივ უჭერს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას მხარს”, – განაცხადა ელჩმა.

მსგავსი თემები