ბავშვთა ქალაქ “მზიურში”, 15 წლის გიგი ანთაძის ჯიხური ორჯერ გაქურდეს

​თბილისის ვაკის რაიონში, ბავშვთა ქალაქ “მზიურში”, 15 წლის გიგი ანთაძის ჯიხური, ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ გაქურდეს. დაუდგენელმა პირებმა შშმ პირს, ჯერ წვენსაწური აპარატი მოპარეს, შემდეგ კი ნავაჭრი თანხა.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” პარკის დამსვენებლებმა განუცხადეს, გიგის ჯიხური უვე 2 დღეა დაკეტილია, ეს დღეები არც თავად გიგი გამოჩენილა.

ცერემბრალური დამბლით დაავადებულ ​გიგი ანთაძეს “მზიურის” პარკში ჯიხური დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პირველ აპრილს გადასცა. იგი მოზარდის საქმიანობით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გაირკვა, რომ გარე ვაჭრობის შესახებ დადგენილი რეგულაციები გიგი ანთაძეს კომერციული საქმიანობის გაგრძელების უფლებას არ აძლევდა. ვინაიდან ბიჭუნამ დამოუკიდებლად დაიწყო ბიზნესი და მას საკუთარი შემოსავლის წყარო აქვს, დედაქალაქის მერმა გიგი ანთაძეს ბიზნესის კანონის ფარგლებში გაგრძელების შესაძლებლობა შეუქმნა.

გიგი ანთაძის ჯიხურის გაქურდვის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„ეს ისტორია, რასაც გიამბობთ, არის კოშმარი – გახსენებაც არ მინდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა იცოდეს. გუშინ მთელი დღე ვფიქრობდი, ნეტა, სხვა ქვეყანაშიც თუ მოხდებოდა მსგავსი რამ?
გუშინ გიგისთან რომ მივედით (ყველამ ვიცით ხო გიგი – პატარა ბიჭი, რომელიც მზიურში ნატურალურ წვენებს ყიდის), ძალიან უსიამოვნო ამბავი მოგვიყვა გიგის დედამ; ერთ კვირაში გიგისთვის ჯერ წვენსაწური აპარატი მოუპარავთ, მერე კი ნავაჭრი და დაგროვილი თანხა! რა უნდა იწამო ამის მერე ადამიანმა; გიგის, რომელიც მართლა სიმბოლოა შეუპოვრობის, შრომის და სიკეთის, რომელსაც ყველამ ვიცით, რომ პრობლემა აქვს-ვიღაც, არც ვიცი რა ვუწოდო, მიდის და ქურდავს.
გული მქონდა ცუდად გუშინ, კიბეზე რომ ამოვდიოდი მზიურიდან, მე და ჩემი თანამშრომელი ზუკა ჩუმად, მდუმარედ ვყლაპავდით სიბრაზის ცრემლებს და არ გვჯეროდა, რომ ის, რაც მოვისმინეთ, იმ საზოგადოებაში მოხვდა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და ჩვენი ბავშვები იზრდებიან“, – წერს ინტერნეტმომხმარებელი ნინო ჯიბლაძე.

მსგავსი თემები