“გამოძიებამ არასრულწლოვნები სხვადასხვა დროს დაიბარა, თუმცა, მათი შეხვედრა მაინც მოხდა, რადგან ადრე მოვიდნენ” – ადვოკატი

დაკავებული გამომძიებლის, მარიამ ჩოლოიანის ადვოკატის განცხადებით, პოლიციაში, საგამოძიებო უწყებამ, სამი არასრულწლოვანი საათ ნახევრის ინტერვალით დაიბარა, თუმცა მათი შეხვედრა მაინც მოხდა, ვინაიდან  შეთანხმებულ დროზე ადრე მივიდნენ.

გაგი მოსიაშვილის თქმით,  პოლიციის შენობა არაა ისე მოწყობილი, რომ  დაკითხვაზე დაბარებული პირები ერთმანეთს არ შეხვდნენ. მისი თქმით, ეს არა საგამოძიებო უწყების, არამედ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა.

 „ეს ადამიანები სხედან ერთ ღია სივრცეში, კორიდორში, სხვადასხვა ადგილას. ესაა პრობლემა. ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სანამ კანონის ამოქმედებას დააპირებენ ჯერ სივრიცითი  და ტექნიკური მოწყობის საკითხი უნდა მოგვარდეს. კანონში წერია, თუ რა პირობებში უნდა დაიკითხოს არასრულწლოვანი. სახელმწიფომ უნდა მოაწყოს ისეთი სიტუაცია, სადაც იქნება ლამაზად შეფერილი ოთახი, სადაც დაიკითხება არასრულწლოვანი. გამოძიებამ სამი არასრულწლოვანი დაიბარა სხვადასხვა დროს, საათ ნახევრის ინტერვალით. თუმცა, მათი შეხვედრა მაინც მოხდა, რადგან ადრე მოვიდნენ,“ – განაცხადა მარიმ ჩოლოიანის ადვოკატმა.

ადვოკატი უარყოფს ფაქტს, რომ არასწრულწლოვნები გამომძიებელმა ერთმანეთს დააპირისპირა და ისინი 7 საათის განმავლობაში იკითხებოდნენ.

„საქმის მასალებიდან ჩანს, არასრულწლოვნების შეპირისპირება, დაპირისპირება არ ყოფილა. საქმის მასალებიდან და ვიდეო მასალებიდან დაკითხვა 7 საათის განმავლობაში არ გრძელდებოდა“, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

მსგავსი თემები