მარიამ ჩოლოიანი ამბობს, არასრულწლოვნისთვის “შვილოს” მეტი არაფერი მითქვამსო – ადვოკატი მის სანახავად ციხეში შედის  

დაკავებული გამომძიებლის სანახავად ციხეში მისი ადვოკატი არჩილ შაბაშვილი შედის. ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარს“ რამდენიმე წუთის უკან ესაუბრა და უთხრა, რომ დაახლოებით ნახევარ საათში პატიმარს მოინახულებს.

„ახლა შევდივარ მარიანას სანახავად ციხეში. იცით, რომ  გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში, რუსთავის მეხუთე ქალთა კოლონიაში.  ვინაიდან შაბათ-კვირას შეუძლებელი იყო პატიმართან შესვლა, დღეს პირველი დღეა, უნდა შევიდე და მოვინახულო, რომ გავიგო მისი მდგომარეობს შესახებ“ – განუცხადა არჩილ შაბაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“.

ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა არ ნიშნავს იმას, ადამიანი ფეხზე ვერ უნდა დგებოდეს.

“დაიწყო სპეკულირება, რომ ის საავადმყოფოდან საკუთარი ფეხით გამოვიდა და ასე შემდეგ, თითქოს მას ხელს აფარებენ. აქ ხომ ფიზიკურ ტკივილზე არ არის საუბარი, ხელის ან ფეხი მოტეხვაზე, საუბარია ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. როცა დააკავეს, შოკში ჩავარდა. მართლა ცუდ მდგომარეობაში იყო. ის იმყოფებოდა მედიკოსების დაკვირვების ქვეშ და შესაბამისი გამოკვლევებიც გაკეთდა. ერთადერთი ფრაზას ამბობს, “შვილოს” მეტი, ბავშვისთვის სხვა ფრაზა არ მითქვამსო.     

შეგახსენებთ, რომ  დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებული დანაშაულით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

მსგავსი თემები