თბილისის მერი ამბობს, რომ პოლიტიკაში ახალი სახეების გამოჩენა მისასალმებელია. კახა კალაძემ “ლელო საქართველოსთვის” დაფუძნება დადებითად შეაფასა.
“მივესალმები ახალ და არა ერთსა და იმავე სახეებს, ვისაც ხალხი 20-25 წლის განმავლობაში ვხედავთ და ბოროტებისა და ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებიათ – როგორც ინდივიდუალურად, ასევე კონკრეტული პარტიების სახელით. შესაბამისად, ახალი პარტიების შექმნას ქვეყანაში, ახალი სახეების აღმოჩენას მხოლოდ დადებითად შევაფასებდი”, – განაცხადა კალაძემ.
პოლიტიკური პარტიის “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძეა, პარტიის გენერალური მდივანი კი – ბადრი ჯაფარიძე.